გორში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით 42 წლის მამაკაცი მოკლეს.
სისხლიანი დაპირისპირება ვერხვების დასახლებაში მოხდა, კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მასრები, ტერიტორიაზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ.