ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას 60 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ადგილზე მყოფები აცხადებენ, რომ მამაკაცს, სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.
მამაკაცი ქარხანაში 2009 წლიდან მუშაობდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.