სიტყვიერი დაპირისპირება გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე. გარკვეული ხმაური უგულავას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც პროკურატურა არაობიექტურ გამოძიებაში დაადანაშაულა. ბ
„ამოგეღოთ კამერების ჩანაწერები უზრუნველგეყოთ, რომ ეს ჩანაწერები საქმეში ყოფილიყო, რათა მოსამართლეს არა რაღაც ნაწვალები ოქმებით ეხელმძღვანელა, არამედ - საკუთარი თვალით. დღეს თვენ გიწევთ ამ ხელისუფლების გაფუჭებულის გამოწმენდა“, - ასე მიმართა ბრალდებულმა უგულავამ სხდომაზე ბრალდების მხარეს.
ამის შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენელმა მოსამართლეს სთხოვა, მხარისთვის შეურაცხყოფის გარეშე საუბრისკენ მოეწოდებინა.
„თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება და შეგიძლიათ, ისმინოთ. თუ არ გინდათ, გაბრძანდით“, - თქვა ამის შემდეგ უგულავამ.