ლიბერთი ბანკის 37 პირის ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან 3 მლნ ლარზე მეტი დაიკარგა. ბანკი აღნიშნულ თანხას ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის ყოფილ მენეჯერსა და რამდენიმე თანამშრომელს 3 ედავება. ბანკმა თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულებები შეუჩერა, შესაბამისი სარჩელით კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
ბანკის მოლარის ინფორმაციით, ფილიალის მენეჯერი თანამშრომლებს სხვადასხვა პირების ანგარიშზე თანხის გადარიცხვას ავალებდა.
"მენეჯერმა გააღო სალაროს კარი, შემოვიდა და მეუბნება, ვის გაქვთ ბევრი თანხა? მორიგეობით ვიყავით მოლარეები. ვუთხარი, მე ვარ მორიგე და მე მაქვს დღეს ბევრი თანხა მიღებული-მეთქი. მაშინ ეს ქვითარი და თანხა სასწრაფოდ დამიდასტურეთ, ანგარიშზეა თანხა შესატანიო. მომხმარებელი სად არის-მეთქი და მე მიზის წინო. ვიღაც ქალბატონის ანგარიში იყო, შეიტანე თანხა სასწრაფოდო. თანხა იყო 9640 ლარი", - ამბობს მოლარე.
მისივე თქმით, ის ბანკის შიდა აუდიტმა უკვე გამოკითხა.