კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში, კაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კაცის ცხედარი სამძებრო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, 22 მაისს კასპში, მდინარე მტკვარში კაცი გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი პირუტყვს მწყემსავდა, ის მტკვარში შევიდა და დინებამ წაიღო.