თბილისში, გლდანის ხიდებთან, ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
დაშავებულია 5 პირი, რომლებიც სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათგან ორი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთერთი ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო.