ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში პენსიონერი დააყაჩაღეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მას ფიზიკური დაზიანებებიც აქვს მიყენებული და ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.