თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
2 დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, 1 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
რაც შეეხება გარდაცვლილს, ის არამიანცის კლინიკაშია გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 180-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 1 პირი უკვე დაკავებულია.