პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მას სურს თბილისის მერობის კანდიდატად კენჭი იყაროს.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ის ოპოზიციის საერთო კანდიდატად წარადგინონ, ამას მიესალმება.
„შემოთავაზება თუ იქნება, თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია. ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გაყალბების მიუხედავად, ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მესამე ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა. ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადწყვეტილება, ამიტომ ცალსახად, ვაპირებ თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია. გიჟი უნდა ვიყო, რომ მაგაზე ვთქვა, არა, ეს არ მინდა-მეთქი. რატომ არ უნდა მინდოდეს?!“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ამასთან, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ საკითხზე პარტიებს შორის კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა.