სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მსუბუქ მანქანას მამაკაცი თავად მართავდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.