დავით გარეჯის მიმდებარედ ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები თავს დაესხნენ. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
როგორც "მთავარი არხის" ჟურნალისტი ყვება, სასულიერო პირების გაღიზიანება დავით გარეჯში ივერი მელაშვილის მისვლამ გამოიწვია. მათ დააზიანეს "მთავარი არხის" კამერა, ფიზიკურად გაუსწორდნენ გადამღებ ჯგუფს.
"მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა ადგილი დატოვეს.
როგორც "მთავარი არხის" ჟურნალისტი იუწყება, მოგვიანებით, მათ დატოვეს დავით გარეჯის ტერიტორია და საგარეჯოსკენ გაემართნენ, თუმცა მათ აქ უკვე ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა, გზა გადაუკეტეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.