29 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4503 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.4529 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.26 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.1818 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1666 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.52 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4214 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.8076 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 აპრილიდან შევა ძალაში.