ქვეყანას ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. როგორც ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის სტაბილურობა შეინიშნება.
„ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად კოორდინაციაში მუშაობს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ლარის მკვეთრი მერყეობები. მოკლევადიან პერიოდში შეინიშნება სტაბილურობა, თუმცა, საკმაოდ რთულ სიტუაციაში არის ქვეყანა პანდემიიდან გამომდინარე, შესაბამისად, ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ვაქცინაციის განხორციელება ქვეყანაში და მაქსიმალურად შევძლოთ ტურიზმის აღდგენა. დაახლოებით, 25-30%-მდე მოხდეს ტურიზმის აღდგენა წელს, წლის ბოლომდე. თუმცა, გარდა ამისა, რეგიონშიც არის გამოწვევები. დაძაბული სიტუაციაა სამეზობლოშიც, რაც გამორიცხულია, რომ საქართველოზე რაღაც დოზით მაინც არ აისახოს. ბუნებრივია, ეს ერთი-ერთში არ აისახება და სახეცვლილი ფორმით იქნება,"- განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ ამის მიუხედავად ქვეყანას საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა ჰქონდეს.