ნიკა მელია უპირობოდ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და გამოსასყიდის გარეშე უნდა გათავისუფლდეს, - ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსის გასათავისუფლებლად სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ყველაზე სწრაფ და რეალურ ნაბიჯად მიაჩნია, თუმცა, თვლის რომ ამას ”ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება სჭირდება.
"ნიკა მელია უპირობოდ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და გამოსასყიდის გარეშე უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან და უნდა შეწყდეს მის მიმართ წარმოებული უკანონო პოლიტიკური სისხლისსამართლებრივი დევნა. პროკურორს აქვს დისკრეცია და თუ გამოიყენებს ამ მუხლს, მათ შეუძლიათ უარი თქვან ბრალდებაზე“, - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.