დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციით, გარდაცვლილი, დაახლოებით, 70 წლის ქალია.
შემთხვევა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მოხდა, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. თვითმხილველების თქმით, ჩამონგრევის დროს აივანზე ქალი იდგა, რომელიც, სავარაუდოდ, სარეცხს ფენდა.
საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.