13 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4235 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.4232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.03 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.0709 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0798 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.89 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4202 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.7015 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 აპრილიდან შევა ძალაში.