ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მაღაზია გატეხეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 12 აპრილს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძარცველმა კარი დააზიანა და სუპერმარკეტში შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.