ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის, ვალუტის ტვირთი მაღალია, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა შემსუბუქდეს.
„ოპოზიციის წარმომადგენლების, ლევან იოსელიანისა და ალექსანდრე ელისაშვილის წერილით მომართვის საფუძველზე, დღეს გაიმართება საკომიტეტო მოსმენა პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაც მოვუსმენთ ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებს.
ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის, ვალუტის ტვირთი მაღალია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა შევამსუბუქოთ. ამავე დროს არ უნდა გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, რომელიმე კონკრეტული ბანკისა თუ მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ. მით უმეტეს, პანდემიის და ასეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს დღევანდელი სხდომა“,- განაცხადა კოვზანაძემ.