საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2021 წლის აპრილის მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაში, 2021 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 2020 წლის ოქტომბრის პროგნოზთან შედარებით, 0.8%-ული პუნქტით 6.0%მდე გაზარდა. ზრდის მიმართულებით პროგნოზის გადახედვა განპირობებულია დამატებითი ფისკალური სტიმულით რამდენიმე მსხვილ ქვეყანაში და ვაქცინაციით დაჩქარებული ეკონომიკის გამოცოცხლების მოლოდინით 2021 წლის მეორე ნახევარში. ამავდროულად, ფონდმა შეამცირა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე, წინა წლის დეკემბრის 4.3%-იანი პროგნოზიდან. ამასთან, ფონდი პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკის 5.4%-იან საშულო წლიურ ზრდას 2022-26 წლებში.