ბათუმში, ცოტა ხნის წინ ტაქსში გარდაცვლილი კაცი ნახეს. ტვ25-ის ინფორმაციით, შემთხვევა ყინულის მოედნის მიმდებარედ მოხდა. შუახნის კაცი წინა სავარძელზე უგონო მდგომარეობაში გამვლელმა შეამჩნია. მომხდარის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შეტყობინება არ შესულა.