წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადიდებულ რიონში შევიდა და გაუჩინარდა.
თვითმხილველების ცნობით, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცმა წყალში შესვლამდე ტელეფონი გადასცა ნაპირზე მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს. მდინარის პირას მყოფი ადამიანების თხოვნის მიუხედავად, კაცმა ღრმად შეცურა მდინარეში და დინებამ წაიღო.
მდინარეში გაუჩინარებულ კაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანა გულისხმობს", – აცხადებენ შსს-ში.
ფოტო: არქივი