ლილოში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია შუა ხნის ქალი, რომელიც აფეთქების დროს დაშავდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, თენგიზ სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა.
აფეთქება რვასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე მოხდა. მაშველებმა სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს.
ადგილზე, ამ დროისთვის, მობილიზებულია სახანძრო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.