აპირებენ, რომ დადონ კონკრეტული ტექსტი, რომელიც უკვე აღარ ექვემდებარება დისკუსიას. შესაბამისად, ვინც დათანხმდება დათანხმდება, ვინც არა - არა, - თქვა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ის ხვალ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს ტექსტს.
"ისინი აპირებენ, რომ დადონ კონკრეტული ტექსტი, რომელიც უკვე აღარ ექვემდებარება დისკუსიას. შესაბამისად, ვინც დათანხმდება დათანხმდება, ვინც არა - არა. მე მგონია, რომ ჩვენი მეგობრების პოზიცია პრინციპულად განსხვავებული უნდა იყოს იმისგან, რაც გვესმოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სადაც ისინი ორივე მხარეს მოუწოდებდნენ კომპრომისისკენ და ეუბნებოდნენ, რომ "თქვენზეა ახლა პასუხისმგებლობა".
კი, ცხადია, პასუხისმგებლობა არის, თუმცა პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში დადის რაღაც კონკრეტულ თემებზე. ეს თემები გაწერილია შარლ მიშელის 5 პუნქტში და იმ ხუთივე პუნქტში ამ წუთში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. შესაბამისად, თუ რაიმე კომპრომისზეა საუბარი, დათმობა უნდა იყოს იქეთა მხრიდან", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.