ამ ადამიანებს რომ ვუსმენ, ნებისმიერი რამის მოლოდინი მაქვს, - განაცხადა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე.
მისი თქმით, ხელისუფლების გუშინდელი განცხადებების შემდეგ, ისე ბევრად სკეპტიკურადაა განწყობილი.
„ბევრად უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვიდე ვიყავი აქამდე. გუშინდელი შეხვედრის შემდგ ეს სკეპტიციზმი, ბუნებრივია, გაიზარდა. ამ ადამიანებს რომ ვუსმენ, ნებისმიერი რამის მოლოდინი მაქვს. კაცმა არ იცის, რა მოხდა გუშინ.
ჩვენი მხრიდან ძალაშია ყველა ის პუნქტი, რაც დატოვა ბატონმა შარლ მიშელმა. ყველა ამ პუნტქის გარშემო ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიციები. მათ შორის, რამდენიმე ვერსია კომპრომისული პოზიციების“, - თქვა ჯაფარიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა მოგვიანები განაცხადა, რომ ის ქვეყნაში რჩება და მოლაპარაკების პროცესს განაგრძობს. „გაგრძელდება მუშაობა, რათა მოლაპარაკების პროცესში უფრო წინ წაიწიონ“,- თქვა 14 მარტს დენიელსონმა.