დადასტურდა, რომ მიშელის ვიზიტი რეალურად არ იყო ვიზიტი ვიზიტისთვის, - განაცხადა "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ "ღამის კურიერში".
მისი თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმომადგენლის დანიშვნამ აჩვენა, რომ მან საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და საკუთარი რეპუტაცია სასწორზე დადო.
„წარმომადგენლის დანიშვნაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი სიგნალია, იმ თვალსაზრისით, რომ თუ ვინმეს ჰქონდა, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან იმის ილუზია, ან წარმოდგენა შარლ მიშელის ვიზიტი იყო ვიზიტი ვიზიტისთვის და ის კაცი, უბრალოდ, პოზიორობდა და სერიოზულად არ უდგებოდა საკითხს, ამ წარმომადგენლის დანიშვნამ აჩვენა, რომ ამ კაცმა მართლა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და საკუთარი რეპუტაცია დადო სასწორზე”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.