"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ახლა, როდესაც ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა, საჭიროა ბევრი გაბრაზებული ადამიანის ქუჩაში გამოყვანა.
"ახლა, საჭიროა, ბევრი ხალხი ქუჩაში, რომ დასავლეთში ჩვენს მხარდამჭერებს დავანახოთ, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ ყველაფრის. გენერალური გეგმა არის ამ ხალხის ხელისუფლებიდან გაშვება და თან რაც შეიძლება სწრაფად. საათებში გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, ჯერ არავინ არ იცის.
ბევრი გაბრაზებული ხალხი არის ქუჩაში გამოსაყვანი და ამას საბოლოო ჯამში, შედეგი ყოველთვის მოჰქონდა და მოიტანს კიდეც. აქ თურქმენეთის დამყარება არავის გაუვა. ხალხი იმან კი არ უნდა გააბრაზოს, ოპოზიციას გეგმა აქვს თუ არა, ისინი უნდა გაბრაზდნენ იმაზე, რომ მათი შვილების მომავალზე დღეს დილით ხელისუფლებამ დიდი წერტილი დაასვა. ყველაფერს, რასაც ამ წლებში ვაკეთებდით ამ წლების განმავლობაში, მაგალითად, დღეს ამერიკის საელჩომ გვითხრა, რომ ნატოსთან დაახლოებაზე აღარ იოცნებოთო.
მსგავსი შინაარსის განცხადებები არ მორჩება. ღარიბაშვილს, შესაძლოა, არ ჰქონდეს იმდენი ინტელექტი, რომ ვერ მიმხვდარიყო რა მოყვებოდა ამას დასავლეთიდან, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებულია სხვაგან, რომელიც იმდენად უტვინო არ არის, რომ არ სცოდნოდა, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას დასავლეთიდან", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.