17 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", სავაჭრო ქსელ "პოპულის" მენეჯმენტი კომპანიის განვითარების ახალ სტრატეგიასა და პლასტიკურ "პოპ-არტ ბარათს" წარმოადგენს. პარალელურად, "პოპული" ჟურნალისტებისთვის და ფოტოკორესპონდენტებისთვის კონკურსა გამოაცხადებს.
სავაჭრო ქსელი "პოპული" საცალო და საბითუმო გაყიდვების ბაზარზე 2001 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროისთვის 40 მაღაზიას მოიცავს. ქსელში დასაქმებულია 1500-მდე თანამშრომელი. დღეისათვის სს "პოპული" სამ ფორმატში ოპერირებს: "პოპული სუპერმარკეტი", "პოპული ექსპრესი" და "პოპული XL".
"პოპულის" აქციონერები არიან წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები: "საქართველოს ბანკი", ამერიკული საინვესტიციო კომპანია "ფაიარბერდ აურორა ფონდი", გერმანული საინვესტიციო ჯგუფი "ოსტინვესტორი" და შვედური საფინანსო ინსტიტუტი "ისტკაპიტალი".