კითხვაზე - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები - საქართველოს მოსახლეობის 41 პროცენტი აცხადებს, რომ აიცრებოდა.
ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 41% უარს იტყოდა ვაქცინაციაზე, 17 პროცენტი კი ამბობს, რომ "არ იცის".
აღსანიშნავია, რომ ივნისის თვეში, იგივე შეკითხვაზე, უარით პასუხობდა 46%.
რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.