მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის. პრობლემას ვერ ვხედავ საერთოდ მაგაში, - განაცხადა "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ "მთავარი არხის" ეთერში. მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციის ძალა, რადგან მმართველი გუნდი "ყველაფერზე წამსვლელია".
"მე ვემზადები რევოლუციური სცენარისთვის. პრობლემას ვერ ვხედავ საერთოდ მაგაში. ეს არ ნიშნავს, რომ თოხებითა და ნაჯახებით გამოვა ხალხი, მაგრამ, ზოგადად, კი, თუ ძალაუფლებას არ დათმობენ, რევოლუციაც არის ერთერთი გზა. მშვიდობიანი გზით მივალთ რევოლუციამდე, კი რა თქმა უნდა", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ
გადაცემის წამყვანის რეპლიკას -"ამ განცხადებისთვის, შეიძლება, თქვენც დაგიბარონ პროკურატურაში", ჯაფარიძემ ერთი სიტყვით უპასუხა: "არა უშავს".
„არა უშავს. ხო მაგრამ სიმართლეა, მართლა ვემზადები, რევოლუციას დაარქმევ ამას თუ რას დაარქმევ, რა მნიშვნელობა აქვს, ვემზადები იმისთვის, რომ თუ არჩევნების გზით არ თმობენ ხელისუფლებას, ძალაუფლებას, ეს ძალაუფლება წავართვა... რა პრობლემაა რევოლუციასთან. სისხლის არ ვღვრი და არაფერი, მშვიდობიანად წავართმევთ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე