ხვალ, 17 ნოემბერს 17:00 საათზე სასტუმრო "თბილისი მერიოტში" (თამარ მეფის დარბაზი) გაიმართება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი პრესკონფერენცია თემაზე - საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ბიზნეს ასოციაციის და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლების ჩართვის შესახებ. პრესკონფერენციას ჩაატარებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი.