გირჩი მოუწოდებს ცესკოს, "დახვეწოს" პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები და საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩეველის ტემპერატურა ხმამაღლა გამოცხადდეს.
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადებით, მნიშვნელოვანია, გაკეთდეს სამი რამ:
1. რიგის მარეგულირებელმა კომისიის წევრმა, ყოველ ჯერზე, როდესაც ამომრჩეველს სიცხეს გაუზომავს, ხმამაღლა გამოაცხადოს მისი სხეულის ტემპერატურა;
2. იმავე წევრმა, რომელიც ჩაატარებს თერმოსკრინინგს, ამომრჩეველს უნდა აჩვენოს დაფიქსირებული ტემპერატურა;
3. ამომრჩევლებს საკუთარი თერმომეტრით საარჩევნო უბანზე მისვლა უნდა აეკრძალოთ;
"ჩვენ მოვითხოვთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოს, ასევე ამ პროცედურებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ", - განაცხადა გირჩის ლიდერმა.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ჩამოთვლილი პუნქტების შესრულება მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის, დამკვირვებლების უფრო მეტი ჩართულობისთვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს ეპიდემიოლოგიური პროტოკოლით საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგის გავლა არ მოუწევს.