როგორც ქვეყნის კულტურის მინისტრმა მაიკ რასელმა განაცხადა, შოტლანდიის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას არსებულ კრიზისულ ვითარებაში სახელმწიფოს ეკონომიკური და ტურისტული სფეროებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლია. ინვესტორების მოზიდვის პროგრამის ფარგლებში შემუშავდება პროექტები, რომლებიც ისტორიული შენობების აღდგენას, განახლებასა და მათ რაციონალურ გამოყენებას ითვალისწინებს. კერძოდ კი, ხელისუფლება სასახლეებისა და ციხე-სიმაგრეების სასტუმროებად გადაკეთებას გეგმავს. ბევრი უძველესი ნაგებობა არენდით გაიცემა და მათ გამოყენება მომგებიანი კომერციული პროექტებისთვის მოხდება. მთავრობის ინიციატივას სახელმწიფო ორგანიზაცია Historic Scotland განახორციელებს. პოტენციურ ინვესტორებსა და მფლობელებს სპეციალური გიდები მოემსახურებიან, რომლებიც მსურველებს სახსრების დაბანდებისა და სამომავლო განვითარების სხვადასხვა ვარიანტებს შესთავაზებენ. პროგრამის პირველი ეტაპი იმ ისტორიული შენობების რევიზიას გულისხმობს, რომლებიც ახალი საინვესტიციო პროექტებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. შესაბამისი სასახლეებისა და ციხე-სიმაგრეების წინასწარი სია კი ცნობილი ივნისში გახდება.