პრაღის რესტორან Triton-ის მზარეულები სტუმრებს ჩეხური ბიოპროდუქტებისგან დამზადებულ ახალ კერძებს შესთავაზებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ახალი მენიუ გულგრილს ყველაზე ჭირვეულ გურმანსაც არ დატოვებს. მაგალითად, მსურველებს საშუალება ექნებათ შეუკვეთონ როსტბიფი ბადრიჯნის ხიზილალით, სტაფილოს პიურე, ან გამომცხვარი ფორელი. ყველა პროდუქტს რესტორანს ის ჩეხი ფერმერები აწვდიან, რომლებმაც მეურნეობის წარმოების უძველესი ტრადიციები შეინარჩუნეს და ცხოველების კვების ან მცენარეების მოყვანისას თანამედროვე ქიმიურ დანამატებს არ იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ბიომენიუ რესტორანში ყოველ წელს შეიცვლება. თრიტონ პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე მდებარეობს, მისი დარბაზი კი "სტალაქტიტების მღვიმეშია" განთავსებული. რესტორნის ინტერიერი ხელოვნურად 1912 წელს აშენებული სახლის სარდაფში შეიქმნა.
მასალის გამოყენების პირობები