არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მკაცრი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით, აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი.
მისი განმარტებით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, თამამად შეიძლება თქმა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
"დღეს გამოვლინდა 218 შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ორი მოქალაქე. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს თამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვითარება ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის უწყებათაშორისი საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. შეიძლება იყოს მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში, ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ რეგიონში ეპიდვითარებაზე", - განაცხადა მეზვრიშვილმა.