ომპანია David Wiener Collection-მა, რომელიც აშშ-ში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ აუდიოსისტემებს უშვებს, საკუთარი მოდელების სერია მორიგი სიახლით გაამდიდრა: სისტემა სახელწოდებით Art.Opera სტილითა და ელეგანტურობით იტალიურ superkar Ferrari-ს წააგავს. მისი კორპუსი შექმნილია ანოდიზირებული ალუმინისგან, რაც არა მარტო განაპირობებს ხმის უმაღლეს ხარისხს, არამედ უზრუნველყოფს სისტემის ლაკონურ Hi-TECH სტილსაც. კორპუსი დაფარულია იმ საღებავის 4 ფენით, რომელსაც Ferrari-ს ავტომობილების კორპუსების შესაღებად იყენებენ. სისტემა Aრტ.Oპერა გულისხმობს 14 დინამიკის განსაკუთრებულ, "სარკისებურ" განთავსებას, რაც ხმის მაქსიმალური ხარისხის მიღწევის საშუალებას იძლევა. ამას გარდა, ისევე როგორც David Wiener Collection-ის პროდუქტების უდიდესი ნაწილი, Art.Opera-ც მუსიკალურ კომპოზიციებს ციფრულ ფორმატში სრულყოფილი ხარისხით აჟღერებს. "საავტომობილო" აუდიო სისტემის ღირებულება 39 ათას აშშ დოლარს შეადგენს.