როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, პრეზენტაციაზე ინდუსტრიულ ზონაში მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები, ასევე ის პრივილეგიები იქნება განხილული, რომელსაც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მომავალ ინვესტორებს სთავაზობს.
პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 11:30 სთ-ზე გაიმართება.