ვადაგასული პესტიციდების შეფუთვა და მათი უსაფრთხოდ განთავსების პროცესი დასრულებულია.
ბოლო ობიექტი სოფელ ორთაშენში იყო. შხამქიმიკატების ყოფილი საწყობიდან 22 ტონამდე ვადაგასული პესტიციდები საგარეჯოს რაიონის სოფელ ვადიაურში, სპეციალურ შენობაში გადაიტანეს.
საწყობი ორთაშენში საცხოვრებელი სახლებისა და სკოლის სიახლოვეს მდებარეობდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს წლების განმავლობაში უქმნიდა.
პესტიციდების გადატანის პროცესს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე პირადად დაესწრო.
"ამ ობიექტით პრაქტიკულად დამთავრდა საქარველოში რეგისტრირებული პესტიციდების კონსერვაცია და გატანა. პესტიციდებს ჯერ სპეციალურად ვასაწყობებთ და შემდეგ გადის ქვეყნის გარეთ. აქ იდგა სუნი, საფრთხე ექმნებოდა მოსახლეობას. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია", - განუცხადა ხაჩიძემ ჟურნალისტებს.