ფონიჭალაში ავტოავარიის შედეგად 5 პირი დაიღუპა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
როგორც იუწყებიან, კიდევ ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.