პარტია გირჩის ლიდერისა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშებს ყადაღა დაადეს.
მისი თქმით, ყადაღის დადება შემთხვევითობა არაა და ეს დიდუბე-ჩუღურეთში მის მაჟორიტარობის კანდიდატობას უკავშირდება.
"15 წუთის წინ მომივიდა სმს-ები ჯერ თი ბი სი ბანკიდან და შემდეგ საქართველოს ბანკიდან, რომ ანგარიშებზე ყადაღა დამედო. საუბარია 2 140 ლარზე, რაც სავარაუდოდ, არის ერთ-ერთი 2 000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც გამოწერილი მქონდა და აქამდე აღსრულებაზე იყო გაშვებული. ჯამში 10 000-ლარამდე ჯარიმა მაქვს დაკავებების გამო და აქამდე აღსრულება არ ხდებოდა. არ მჯერა, რომ ეს დამთხვევაა და მაინც და მაინც დღეს დილით, როდესაც დავწერე, რომ დიდუბე-ჩუღურეთში ვაპირებდი მაჟორიტარ კანდიდატად დადგომას შემთხვევით დაემთხვა. აქამდე არ გახსენებიათ და რაღა დღეს გაახსენდათ, ზოგი თვეების, ზოგი წლების წინანდელია", - აცხადებს ჯაფარიძე.
ჯაფარიძე ყადაღის დადების შესახებ მოსული შეტყობინების ფოტოს Facebook-ში ავრცელებს.