შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებში „სირცხვილიას“ აქტივისტები არ მიიღებენ მონაწილეობას, როგორც კანდიდატები.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა განმარტა სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში", სამოქალაქო საზოგადოების მოძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ აქტივისტები ამ ეტაპზე პოლიტიკაში წასვლას გამორიცხავენ.
"მთელი ამ პროცესების მიზანი ის იყო, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, ასეც შეიძლება უკეთესი ქვეყნისთვის ბრძოლა. არის სატყუარა ამ სიტუაციაში, რომ გქონდეს კარგი ბერკეტი, მაგრამ ცდუნებასთან ერთად უნდა იყოს საღი აზრიც - მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება მოძლიერდეს, კარგი ქეისი დადოს. მომავალში არ ვიცი - ვინ როგორ განავითარებს საკუთარ ცხოვრებას, არ ვიცი, 2020 წლისთვის არ იქნება", - აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.