" Azersun Holding"-ი თბილისში ჩაის ქარხანას ააშენებს. ამის შესახებ დღეს ჰოლდინგის წარმომადგენელმა, კაზიმ ბაბაევმა განაცხადა.
მისი თქმით, წარმოების წლიური მოცულობა პირველ ეტაპზე 2 000 ტონა იქნება. " Azersun Holding"-ი საქართველოს ჩაის სექტორში 2 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ჩაის ქარხნის აშენება მომავალ წელს დაიწყება.
აზერბაიჯანელი ინვესტორები საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ფერმებისგან მაღალი ხარისხის ჩაის შეიძენენ, რომლის შეფუთვა და დაფასოება ახლად აშენებულ ქარხანაში მოხდება. საწარმო ადგილობრივ ჩაისთან ერთად, ინდოეთიდან და შრი-ლანკიდან ჩამოტანილ ჩაის გამოუშვებს.
" Azersun Holding"-ი ჩაის ქარხანაში პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს.
" Azersun Holding"-ის ჩაის საწარმო შპს " Sun Tea Azerbaycan" "PASHA", "Final " და "MARYAM"-ის მარკების ჩაის აწარმოებს, რომელიც ქართველ მომხმარებლებში წარმატებით სარგებლობს. "შუნ თეა Aზერბაყცან" " Azersun Holding"-ის ერთ-ერთ პირველ საინვესტიციო პროექტს წარმოადგენს. საწარმო წლიურად 10 000 ტონა პროდუქციას აწარმოებს, უშვებს ჩაის მრავალნაირ ასორტიმენტს, მწვანე და ხილის ჩაის.