"ჩვენს სავაჭრო ქსელში მარაგები ჩვეულებრივად გვაქვს და დანაკლისი არ იქნება. ასევე ჩვენ იმპორტსაც ვაკეთებთ და ისიც ჩვეულებრივად შემოდის. ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვაქვს და არც სამომავლოდ ველოდებით რაიმე გაუარესებას,“ - განაცხადა სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ გენერალურმა დირექტორის მოადგილემ ზვიად მეფარიშვილმა.
მისი თქმით, გაყიდვების მაჩვენებელი ქსელში უცვლელია და ბოლოდროინდელმა გარემოებებმა მასზე არ იმოქმედა.
„კორონავირუსს ჩვენს გაყიდვებზე გავლენა არ მოუხდენია. უბრალოდ, ბოლო პერიოდში ჩვენ გავფართობდით და რამდენიმე ახალი ფილიალი გავხსენით,“ - განაცხადა სუპერმარკეტების ქსელის „სპარის“ მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ.
„რაც შეეხება მარაგის არსებობას, პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ იყვნენ მშვიდად და არ აყვნენ პანიკას. ჩვენ გვაქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ის პირველად საყოფაცხოვრებო თუ ჰიგიენური ნივთები, რაც აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, მარაგში გვაქვს.
მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ლოგისტიკის საფრთხე არ დგას ქვეყანაში და ამას ამბობს სახელმწიფოც და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მსგავსი საფრთხის წინაშე ქვეყანა არ დადგეს", - განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.