19 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 2.09 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0701 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1010 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.09 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4692 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6914 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 თებერვალიდან შევა ძალაში.