17 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8678 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.40 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1104 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1127 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.23 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4745 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.7362 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 თებერვალიდან შევა ძალაში.