ეს არის პრაქტიკულად ბოლო ჟამის ხელისუფლება. ივანიშვილი არის სრულად გაკოტრებული - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ ტელეკომპანია "პირველის ეთერში განაცხადა".
"ისეთ თავდაღმართში არიან რომ უკან მოხედვასაც ვერ ახერხებენ. ივანიშვილი არის გაკოტრებული პრაქტიკულად სრულად. ბიძინა ივანიშვილის სახემ დაინახა ყველამ, ჩვენმა მეგობრებმა, რა თქმა უნდა პირველ რიგში, ქართულმა საზოგადოებამ, რომელსაც დასცინის.
ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა, რომ შემდეგი 20 წლის განმავლობაში აქ არ იქნება არანაირი ეკონომიკური გარღვევა და პერსპექტივა არის საზღვარგარეთ წასვლა. დაპირება მოისმინა პროპორციულზე გადასვლის, რომელიც ფეხებზე დაიკიდა და უკან წაიღო სიტყვა.
მე მგონი, "ქართულ ოცნების" წარმომადგენლებს სულელები გონიათ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. აი მაგალითად, ჩავიდნენ ევროპარლამენტში და იქ თქვეს, რომ დაჩი ბერაიამ ჩააგდო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია.
ყველას ეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს", - თქვა ოთო კახიძემ.