საპარლამენტო უცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ ეკონომიკის რეალური რეფორმირებისთვის "პოლიტიკური ნების ლიბერალიზაციაა" საჭირო და არა `ისედაც საკმაოდ ლიბერალური კანონმდებლობის.~
ეს განცხადება თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის გამოსვლის კომენტარისას გააკეთა. ,
მისი თქმით, `პრობლემას წარმოადგენს არა რთული კანონმდებლობა, რომელიც საკმაოდ მარტივია, არამედ ამ კანონმდებლოს გამოყენების შედეგად მიღებული უფლებების დაცვა. ამ ინიციატივებში არაფერი თქმულა ისეთი ტიპის საკონსტიტიციო ინიციატივაზე, რომელიც უფრო მეტად გაამყარებს საკუთრების უფლებას და გამორიცხავს იმ ძალიან ცუდ გამოცდილებას, რომელის საქართველოს უახლოეს ისტორიაში გვქონდა ქონების გადანაწილების კუთხით.~
თარგამაძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ინვესტიციების შემოდინებას ყველაზე დიდ ბარიერს საკუთრების უფლების დაუცველობა უქმნის.
გარდა ამისა, თარგამაძე პრობლემას ხედავს იმაშიც, რომ პრეზიდენტმა დღევანდელ გამოსვლაში ურთიერთგამომრციხავ თემებზე ისაუბრა.
`პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობის გეზი არის ევროკავშირი და მეორეს მხრივ ამის სრულიად გამომრციხავ თემაზე იალაპარაკა, როგორიც არის მარეგულირებელი სისტემების არსებობა ქვეყანაში. დღეს ქართული ეკონომიკა არის ავად და ეკონომიკას სჭირდება მკურნალობა და ამ მკურნალობის რეცეპტი არ არის ყველაფერის უბრალოდ გახსნა. ეკონომიკის მკურნალობის რეცეპტი მდგომარეობს იმ გამოცდილების გაზიარებაში რომელსაც ეფექტურად იყენებენ ცეტრალური ევროპის ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ ის რაზეც საუბრობდა პრეზიდენტი სააკაშვილი ეკონომიკური ინიციატივების თვალსაზრისით ამ პოლიტიკასთან წინააღდეგობაში მოდის~, - აცხადებს თარგამაძე.