უნდა დავასანქციროთ რუსეთის არალეგიტიმური მარიონეტები, მათ შორის ივანიშვილი - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თვმჯდომარე ჯო უილსონი.
"რუსეთის არალეგიტიმური მარიონეტები უნდა დავასანქციროთ, რომლებიც ქართველ ხალხს ესხმიან თავს და მათი სუვერენიტეტს ართმევენ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და მისი ამფსონები. ამას ჯერ კიდევ 2020 წლის რესპუბლიკური უსაფრთხოების საბჭოს ანგარიშში ვითხოვდი წარმომადგენელთა პალატის ამჟამინდელ სპიკერ მაიკ ჯონსონთან და მომავალ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, მაიკლ უოლცთან ერთად", - აცხადებს კონგრესმენი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, ჰელსინკის კომისიამ, რომელსაც კონგრესმენი უილსონი თავჯდომარეობს, გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია.