ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა.
მარიამ ჯანელიძე, რომელიც ბექა პატურაშვილის მეუღლეცაა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.
ჯანელიძის თქმით, არხის დატოვებას ის და ბექა პატურაშვილი დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.
“ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, — განუცხადა ჯანელიძემ „რადიო თავისუფლებას“