ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოთხოვნა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის, პლუს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა, საარჩევნო მანიპულაციების რისკს გამორიცხავს.
„ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოთხოვნა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის, პლუს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო, რაც შემდეგ გამორიცხავს საარჩევნო მანიპულაციების რისკს“, – განაცხადა ინაშვილმა.