საარჩევნო კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილებები და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება სისხლის სამართლის წესით დასჯადი იყოს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
„ადმინისტრაციული რესუსრების გამოყენება უნდა იყოს დასჯადი, სისხლის სამართლის დანაშაული და არა უბრალოდ ჯარიმა. ამ საკითხებზე ვსაუბრობდით და დღესაც შევეცდები, ვისაუბრო და დანარჩენი ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს უმრავლესობა“ ,- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.